ჯარედ კუშნერი – უკრაინის პრეზიდენტისა და მისი გუნდის კონსტრუქციულ თანამშრომლობას ვაფასებთ, მშვიდობის მისაღწევად ყველა მხარესთან აქტიურად ვმუშაობთ

09:33, 05.11.2026

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულებისა და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად ვაშინგტონი ყველა მხარესთან მუშაობს.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი გუნდი მოლაპარაკებების პროცესში კონსტრუქციულად თანამშრომლობენ.

„ამ მიმართულებით ყველა მხარესთან ერთად დაუღალავად ვმუშაობთ, რათა მდგრადი მშვიდობის მიღწევის გზა ვიპოვოთ. ჩვენი ყურადღება მხოლოდ ამ საშინელი ომის დასრულებაზე არ არის მიმართული. ასევე ვმუშაობთ უსაფრთხოების უფრო ფართო არქიტექტურის შექმნაზე, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ ომი აღარასდროს განმეორდეს“, – წერს კუშნერი.

მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან სატელეფონო საუბარი გამართა. სტივ უიტკოფმა კი განაცხადა, რომ აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლების სამმხრივი მოლაპარაკებები 10-11 ნოემბერს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში გაიმართება. შეხვედრაზე მხარეები სამშვიდობო პროცესის შემდგომ ნაბიჯებს განიხილავენ.

მსგავსი