თეთრი სახლის მრჩეველი და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი ახლო აღმოსავლეთის ტურნეში გაემგზავრა.
კუშნერის ვიზიტი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ვიზიტისას საუბრის მთავარი თემა ისრაელ-პალესტინის ე.წ საუკუნის შეთანხმება იქნება.
ვიზიტის ფარგლებში ჯარედ კუშნერი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსაც შეხვდება. მათი შეხვედრა 27 თებერვალსაა დაგეგმილი.