ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ლატვიური საგუნდო მუსიკის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ გრძელდება. ამჯერად, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულმა ცენტრმა 27-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში ლატვიური საგუნდო მუსიკის კონცერტს უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობას ქალაქ რიგის სტრადინსის უნივერსიტეტის შერეული გუნდი „რიგა“ იღებდა.
კონცერტზე სხვადასხვა ეპოქის ლატვიელ კომპოზიტორთა საგუნდო ქმნილებები შესრულდა.
ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ 15 სექტემბრიდან მიმდინარეობს და 17 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მისი მიზანი საქართველოში მსოფლიო მუსიკალური კულტურის სხვადასხვა ჟანრის პროპაგანდა, განსაკუთრებით კი, სიმფონიური მუსიკის პოპულარიზაციაა.