ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში იოჰანეს ბრამსის შემოქმედებისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გერმანელი კომპოზიტორის იოჰანეს ბრამსის შემოქმედებისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.
კონცერტს N1 ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის საერთაშორისო კონკურსების ლაურეტი და ჟიურის წევრი, თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშრისო ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, ცნობილი ქართველი პიანისტი თამარ ლიჩელი შეასრულებს.
თბილისის სიმფონიურ ორკესტრს კი, ახალგაზრდა დირიჟორი, კრაკოვის მუსიკალური აკადემიის მაგისტრატურის კურსდამთავრებული, მირიან ხუხუნაიშვილი უდირიჟორებს.
ხუხუნაიშვილი ამჟამად მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან არსებული ახალგაზრდული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორია, ასევე ხელმძღვანელობს „ალტერ ორკესტრს“.
ბრამსის სიმფონია N1 მისი დირიჟორობით შესრულდება.
სიმფონიური მუსიკის კონცერტი ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში 25 იანვარს გაიმართება.