ჯანსუღ კახიძის სახელობის ცენტრი 3 ოქტომბერს ლა სკალას ოპერის კამერულ ორკესტრს უმასპინძლებს
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი, 27-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისი“ ფარგლებში, 3 ოქტომბერს მილანის ლა სკალას ოპერის თეატრის კამერულ ორკესტრს უმასპინძლებს.
ორკესტრი მსოფლიოს პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებსა და ფესტივალებზე ცნობილ ინსტრუმენტალისტებთან და ოპერის მომღერლებთან ერთად გამოდის, თანამშრომლობს გამოჩენილ დირიჟორებთან, რომლებიც ლა სკალას საოპერო თეატრში გამოდიან.
ლა სკალას ოპერის თეატრის კამერულ ორკესტრის კონცერტს თბილისში მაესტრო ვახტანგ კახიძე უდირიჟრებს, სოლისტი კი, ალტისტი სიმონიდე ბრაკონი იქნება.
კონცერტზე ვივალდის, გრიგის, ბრუხის, პენდერეცკისა და კახიძის ნაწარმოებები შესრულდება.