ჯანლუკა ვიალიმ სიმსივნე დაამრაცხა
ჯანლუკა ვიალიმ სიმსივნე დაამრაცხა

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ჯანლუკა ვიალიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მისმა ორგანიზმმა ქიმიოთერაპიის დახმარებით სიმსივნეზე გაიმარჯვა.

ვიალის პანკრეასის სიმსივნის დიაგნოზი დაახლოებით ორი წლის წინ დაუსვეს. 17 თვის წინ „სამპდორიასა“ და „ჩელსის“ ლეგენდამ ქიმიოთერაპიის კურსი დაიწყო და ყველაფერი კარგად დასრულდა, ვეტერანი ფეხბურთელის ორგანიზმი, მედიკოსების დახმარებით კიბოს მოერია.