ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ისევ ჯანი ბუკიკიო იქნება. ჯანი ბუკიკიო მეოთხე ვადით დღეს აირჩიეს.
ბუკიკიო კომისიას 2009 წლიდან ხელმძღვანელობს. საპრეზიდენტო ვადის გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილება კომისიის 2017 წლის ბოლო პლენარულ სხდომაზე მიიღეს.
ჯანი ბუკიკიო ევროსაბჭოში 1971 წლიდან მუშაობს და წვლილი მიუძღვის 90-იან წლებში ვენეციის კომისიის დაარსებაში.
პლენარულ სხდომაზე ვენეციის კომისიის ორი ვიცე-პრეზიდენტიც დაამტკიცეს. ამ თანამდებობაზე მუშაობას მალტელი პოლიტიკოსი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, მიშენ ფრენდო შეუდგება. ვიცე-პრეზიდენტი გახდა ცნობილი ჩეხი ადვოკატ ვერონიკა ბიკოვაც. პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე კი ისლანდიელი ადვოკატი აირჩიეს.