ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ გატარებული ღონისძიებების შესახებ განმარტება გაკეთდა
ჯანდაცვის სმაინისტროს სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსის, ამირან გოგიტიძის განცხადებით, თბილისის აეროპორტში მიმდინარეობს თერმოსკრინინგი სპეციალური დამონტაჟებული მოწყობილობების საშუალებით და არა მხოლოდ დისტანციური თერმომეტრით.
მისივე თქმით, თბილისის აეროპორტში მგზავრთა სრული ნაკადის თერმოსკრინინგი ხორციელდება.
ამირან გოგიტიძის განმარტებით, თერმოსკრინინგი, რომელიც გულისხმობს დისტანციური ელექტრო თერმომეტრების გამოყენებას, მიმდინარეობს ასევე ქვეყნის სხვა საერთაშორისო ეროპორტებშიც.
გოგიტიძის თქმით, გამოვლენილი მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში, ხდება მოქალაქეების გადამისამართება ადგილზე მობილიზებულ ეპიდემიოლოგებთან.
„მინდა გაგაცნოთ მიმდინარე პროცესები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ გატარებული ღონისძიებების შესახებ. თქვენ იცით, რომ უკვე თბილისის აეროპორტში მიმდინარეობს თერმოსკრინინგი სპეციალური დამონტაჟებული მოწყობილობების საშუალებით და არა მხოლოდ დისტანციური თერმომეტრით. ამჟამად თბილისის აეროპორტში ხორციელდება მგზავრთა სრული ნაკადის თერმოსკრინინგი. ასევე, სხვა აეროპორტებში ქვეყნის საერთაშორისო ეროპორტებში მიმდინარეობს თერმოსკრინინგი, რომელიც გულისხმობს დისტანციური ელექტრო თერმომეტრების გამოყენებას.
გამოვლენილი მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში, ხდება მოქალაქეების გადამისამართება ადგილზე მობილიზებულ ეპიდემიოლოგებთან, რაც გულისხმობს იმას, რომ ინტერვიურების შემდეგ გამოვლენილი საეჭვო შემთხვევების დროს ხდება მოქალაქეების ჰოსპიტალიზება ინფექციური პროფილის კლინიკებში, Შემდგომი დაკვირვება და კვლევები. ასეთი მოქალაქეების ტრანსპორტირება ხდება საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სპეციალიზირებული სამედიცინო ტრანსპორტით, რომლის პერსონალი სრულად არის აღჭურვილი შესაბამისი პერსონალური დაცვის საშუალებებით. წესების სრული დაცვით ხდება ასეთი პაციენტების ტრანსპორტირება. ასევე სასწრაფო დახმარების ავტომობილებს და შესაბამისი რისკის მქონე შესაბამის ადგილებს უტარდებათ დადგენილი წესის შესაბამისად, სადეზინფექციო პროცედურები. აეროპორტებში განთავსდა დამატებით საკარანტირო ზონები, რომლებიც გაიშალა კარვების ტიპის მოწყობილობებით და დღეის მდგომარეობით საერთაშორისო ეროპორტებში უკვე ამის ხელმისაწვდომობა არის“ ,- განაცხადა ამირან გოგიტიძემ.