ჯანდაცვის სამინისტრო სუბსპეციალობის პროგრამაში „სასამართლო ექსპერტიზა“ ექიმებს უფასოდ გადაამზადებს
ჯანდაცვის სამინისტრო სუბსპეციალობის პროგრამაში „სასამართლო ექსპერტიზა“ ექიმებს უფასოდ გადაამზადებს.
სამინისტროს ინფორმაციით, დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში აჭარის, იმერეთის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მცხოვრები 10 ექიმის გადამზადება მოხდება.
გადამზადებული ექიმები, ძირითადი კლინიკური საქმიანობის პარალელურად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რეგიონულ დანაყოფებში დასაქმდებიან და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას უზრუნველყოფენ.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება როგორც სწავლის, ისე სწავლის ხელშეწყობის ხარჯები (თბილისში საცხოვრებლის, ტრანსპორტის, დღიური ნორმის ხარჯები). სასამართლო ექსპერტების გადამზადების პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი სამინისტროს ელფოსტაზე – [email protected] უნდა გამოაგზავნონ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოცემულია ჯანდაცვის სამინისტროს ბმულზე.