ჯანდაცვის სამინისტრო - 1000 ტესტი, რომელიც ჩინეთის მთავრობამ საქართველოს საჩუქრად გადასცა, კომპანია Capital Bio Technology Corporation- ის მიერ იყო წარმოებული
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის, კერძოდ სიჩუანის პროვინციის მიერ საქართველოს მთავრობისთვის საჩუქრად გადმოცემული 1000 ტესტი კომპანია Capital Bio Technology Corporation-ის მიერ იყო წარმოებული, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ.
უწყება განმარტავს, რომ იმ კომპანიის სახელწოდება კი, რომელთანაც საქართველოსა და ევროპის სხვა სახელმწიფოებმა ტესტების შემოტანაზე ხელშეკრულება გააუქმეს, არის BIOEASY.
„1000 ტესტი, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობამ, კერძოდ სიჩუანის პროვინციამ, საჩუქრად გადასცა საქართველოს მთავრობას, წარმოებული იყო კომპანია Capital Bio Technology Corporation- ის მიერ. რაც შეეხება, კომპანიას, რომელთანაც საქართველომ და ევროპის სხვა სახელმწიფოებმა გაუკეთეს ანულირება ხელშეკრულებას და რომელმაც თავად გამოაგზავნა ოფიციალური ნოტა, რომ ტესტების ეს გარკვეული პარტია იყო წუნდებული, მისი სახელწოდებაა კომპანია BIOEASY.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან, ხელშეკრულება გაუქმებულია“, – აცხადებენ სამინისტროში.