ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების დირექტორი - ბრაზილიის პრეზიდენტის ინფიცირების ფაქტი აჩვენებს, რომ კორონავირუსის წინაშე ყველა მოწყვლადი ვართ
ბრაზილიის პრეზიდენტის მაგალითი აჩვენებს, რომ კორონავირუსის წინაშე ყველა მოწყვლადი ვართ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა.
ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს კორონავირუსი დაუდასტურდა.
„ჩვენ ყველა მას სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ვფიქრობ, გზავნილი ყველა ჩვენგანისთვის არის ის, რომ ჩვენ ყველა ვართ მოწყვლადი ამ ვირუსის წინაშე“, – განაცხადა მაიკ რაიანმა.
თავის მხრივ, პანამერიკული ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მარკოს ესპინალმა განაცხადა, რომ „ვირუსი არის არაპროგნოზირებადი, ის არ ცნობს რასას, კლასს ან ძალაუფლების მქონე პირებს“.