ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა
Brazilian President Jair Bolsonaro during the ceremony to extend emergency aid to informal workers, at the Planalto Palace, in Bras??lia, Brazil, on June 30, 2020. Photo: DIDA SAMPAIO/ESTADAO CONTEUDO (Agencia Estado via AP Images)
ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც „ბიბისი“ წერს, მან კორონავირუსზე ტესტი ორშაბათს მას შემდეგ ჩაიტარა, რაც დაავადების სიმპტომები გამოუვლინდა, მათ შორის მაღალი სიცხე.
შეგახსენებთ, ბოლსონარუ კოორნავირუსის რისკებს უგულვებელყოფდა და „კოვიდ-19“-ს გრიპს ადარებდა.
ის პანდემიის გამო მკაცრი შეზღუდვების დაწესების წინააღმდეგ გამდოიოდა, უარს ამბობდა პირბადის ტარებაზე და სისტემატურად ხვდებოდა მხარდამჭერებს.
გასულ კვირას, პრეზიდენტი ბოლსონარუ ბრაზილიაში, აშშ-ის სალეჩოში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდა.
მასთან ერთად ფოტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ერნესტო არაიუჯომ გამოაქვეყნა.
ფოტოზე მინისტრს, პრეზიდნეტსა და მათთან ერთად მყოფ პირებს პირბადე არ უკეთიათ და სოციალურ დისტანციას არ იცავენ.
მოგვიანებით, ჯაირო ბოლსონარუსთან გადაღებული ფოტო აშშ-ის ელჩმაც გამოაქვეყნა.
ჟაირ ბოლსონარუმ კორონავირუსზე ტესტი უკვე მეოთხედ გაიკეთა. წინა სამ შემთხვევაში მას „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა.
