ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, 12 წელს ზემოთ ბავშვებმა ნიღბები უნდა ატარონ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, 12 წელს ზემოთ ბავშვებმა ნიღბები უნდა ატარონ. გაერო-ს ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ სახელმძღვანელო უწყებაში წერია, რომ ნიღბების ტარება თავიანთ ქვეყანაში და რაიონში მოზრდილებისთვის არსებული რეკომენდებული პრაქტიკის შესაბამისად უნდა მოხდეს.
ცოტა რამ არის ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორ გადასცემენ ბავშვებს ვირუსს, მაგრამ არის მტკიცებულება, რომ მოზარდებს სხვების დაინფიცირება მოზრდილების მსგავსად შეუძლიათ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, 12 წელს ზემოთ ბავშვებმა ნიღბები უნდა ატარონ, როდესაც არ შეუძლიათ სულ მცირე ერთ მეტრიანი დისტანციის დაცვა და იმ ზონაში, სადაც გავრცელება აქტიურად მიმდინარეობს.
6-დან და 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გაერო-ს ორგანიზაცია მოქალაქეებს ურჩევს ნიღბის ტარებას იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ფართოდ არის გავრცელებული ვირუსის გადაცემა და არის თუ არა ბავშვის ურთიერთქმედება მაღალი რისკის მქონე პირებთან, მაგალითად, ხანდაზმულებთან. ორგანიზაცია ასევე ხაზს უსვამს ზრდასრულთა მეთვალყურეობის აუცილებლობას, რათა ბავშვებს ნიღბების უსაფრთხოდ გამოყენებაში დაეხმარონ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ნორმალურ ვითარებაში, ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებმა ნიღბები არ უნდა ატარონ.