ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რიცხვი გასულ კვირასთან შედარებით 16%-ით შემცირებულია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რიცხვი გასულ კვირასთან შედარებით 16%-ით შემცირებულია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა გასული კვირის შემდეგ 16%-ით არის შემცირებული. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, გასულ კვირას მსოფლიოში ვირუსით 81 000 ადამიანი დაიღუპა და 2,7 მილიონი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ახალი შემთხვევების მაჩვენებელი 500 000-ით ნაკლებია წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით.

ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ვირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც პირველად ბრიტანეთში აღმოაჩინეს, მსოფლიოს უკვე 94 ქვეყანაშია დაფიქსირებული, სამხრეთ აფრიკული ვარიანტი 46 ში, ბრაზილიაში დაფიქსირებული ვარიანტი კი – 21 ქვეყანაში.