ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების კლება ფიქსირდება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების კლება ფიქსირდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, გასულ კვირას მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 3,67 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა კვირის მონაცემებთან შედარებით, ცხრა პროცენტით ნაკლებია.

ორგანიზაციის მონაცემებით, მანამდე ვირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა, რომელმაც პიკს ივნისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე პერიოდში მიაღწია. გავრცელებული ინფორმაციით, კლების ტენდენცია ყველა კონტინენტზე შეინიშნება, მათ შორის აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

ორგანიზაციის ცნობით, წინა კვირასთან შედარებით, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში შვიდი პროცენტით შემცირდა კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვიც და გლობალურად 60 ათასი შეადგინა. სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აშშ-ში, რუსეთში, ბრაზილიასა და მექსიკაში დაფიქსირდა.