ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ, კორონავირუსის ახალი სახეობის 11 შემთხვევა დაფიქსირდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ, „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობის 11 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, კორონავირუსის ახალი სახეობის 9 შემთხვევა დანიაში დაფიქსირდა, თითო-თითო შემთხვევა კი ნიდერლანდებსა და ავსტრალიაში იქნა აღმოჩენილი.
ორგანიზაციის პრესსპიკერის განცხადებით, ევროპის ქვეყნებმა ახალი ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კონტროლი უნდა გააორმაგონ.