ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა ჩინეთში საკარანტინო სივრცე დატოვა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა ჩინეთში, ქალაქ უჰანში საკარანტინო სივრცე დატოვა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
სასტუმროს დატოვებისას ჯგუფის წევრებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ექსპერტთა ჯგუფის მიზანია „კოვიდ-19“-ის წარმოშობისა და გავრცელების მიზეზის დადგენა.
კორონავირუსი 2019 წლის მიწურულს სწორედ ჩინეთის ქალაქ უჰანიდან გავრცელდა.