ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი 128 მილიონს მიუახლოვდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, 128 მილიონს მიუახლოვდა. ამავე მონაცემების თანახმად, გლობალური მასშტაბით ვირუსს ემსხვერპლა ორ მილიონ 796 ათასზე მეტი კოვიდინფიცირებული.
დაავადებულთა რიცხვით პირველ ადგილზე კვლავ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის რეგიონია, სადაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსის 55 მილიონზე მეტი შემთხვევა აღრიცხეს. მეორე ადგილზეა ევროპა – 44 მილიონზე მეტი კოვიდინფიცირბულით, ხოლო მესამე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია – 14 მილიონი დაავადებულით.
რაც შეეხება ცალკეულ სახელმწიფოებში არსებულ ვითარებას – აშშ-ში ამ დრომდე დადასტურებულია ვირუსის 30 მილიონზე მეტი შემთხვევა. მეორე ადგილზე ბრაზილია – 12 მილიონ ნახევარი ინფიცირებულით, 12 მილიონი ინფიცირებული აღრიცხულია პანდემიის განმავლობაში ინდოეთშიც.
ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამჟამად გლობალურად „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 520 მილიონზე მეტ ადამიანს გაუკეთეს.