ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ს სავარაუდოდ ჯანდაცვის სფეროში მომუშავე 80 ათასიდან 180 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, „კოვიდ-19“-ის პანდემიას მსოფლიოში სავარაუდოდ ჯანდაცვის სფეროში მომუშავე 80 ათასიდან 180 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები 2020 წლის იანვრიდან 2021 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა მოუწოდა ყველა ქვეყანას, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ვაქცინებით დროულად უზრუნველყონ. მისივე თქმით, 119 ქვეყნის მონაცემების საფუძველზე, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ყოველი ხუთი ადამიანიდან მხოლოდ ორია სრულად აცრილი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გათვლებით, სამედიცინო სფეროში მსოფლიოში სულ 135 მილიონი ადამიანია დასაქმებული.