ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ევროპაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ევროპაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ევროპაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა. ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ „ტვიტერით“ გაავრცელა.

„თებერვალში დაფიქსირებული უკუსვლის შემდეგ, ახლა თვალს ვადევნებთ ახალი ტალღის გავრცელების საგანგაშო ნიშნებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე ბალკანეთის სახელმწიფოებში“, – განაცხადა კლუგემ.

მისივე თქმით, ბოლო 24 საათში მსოფლიოში ახალი ინფიცირებულების ყველაზე დიდი რაოდენობა 10 ქვეყანაშია აღრიცხული და მათგან ოთხი ევროპაში მდებარეობს.