ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - სავსებით შესაძლებელია, რომ კორონავირუსი 2019 წლის ოქტომბერ-ნოემბრიდან ცირკულირებდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - სავსებით შესაძლებელია, რომ კორონავირუსი 2019 წლის ოქტომბერ-ნოემბრიდან ცირკულირებდა

ჩინეთის მთავრობამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას „კოვიდ-19“-ის ადრეული შემთხვევების შესახებ მონაცემები არ გადასცა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ედჰენომ გებრეისუსმა განაცხადა.

საბოლოო მოხსენებაში, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა ჩინურ მხარესთან ერთად მოამზადეს, ნათქვამია, რომ ვირუსი ადამიანებში სავარაუდოდ, ღამურებიდან გავრცელდა და ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსია ნაკლებ სავარაუდოა.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელის პიტერ ბენ ემბარკის განცხადებით, სავსებით შესაძლებელია, რომ ვირუსი უჰანის ირგვლივ 2019 წლის ოქტომბერ-ნოებმრიდან ცირკულირებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სავარაუდოდ, ჩინეთის ფარგლებს გარეთაც ცირკულირებდა.