ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციებს გასცემს ქვეყნებისთვის, რომლებიც საკარანტინო ზომების შემსუბუქებას გეგმავენ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციებს გასცემს ქვეყნებისთვის, რომლებიც საკარანტინო ზომების შემსუბუქებას გეგმავენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებისთვის, რომლებიც „კოვიდ-19“-ის პანდემიის ფონზე საკარანტინო ზომების შემსუბუქებას გეგმავენ, რეკომენდაციებს აქვეყნებს. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

საუბარია ექვს რეკომენდაციაზე:

ვირუსის გავრცელება უნდა იყოს კონტროლირებადი;

ჯანდაცვის სისტემის დაწესებულებები მზად უნდა იყვნენ, გამოავლინონ, დიაგნოსტირება ჩაუტარონ, იზოლაციაში მოაქციონ და უმკურნალონ თითოეულ შემთხვევას, ასევე გამოიკვლიონ თითოეული კონტაქტი;

ეპიდემიის რისკები მინიმალიზებული იყოს ისეთ სპეციფიკურ ადგილებში, როგორიცაა ჯანდაცვის დაწესებულებები და ხანდაზმულთა თავშესაფრები;

სამუშაო ადგილებზე, სკოლებში და სხვა ადგილებში, სადაც ხალხი მოძრაობს, პრევენციული ღონისძიებები გატარდეს;

განხორციელდეს იმპორტირების რისკების მართვა;

მოსახლეობა ინფორმირებული იყოს ახალ წესებთან დაკავშირებით.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთისა და სამხრეთ კორეის გამოცდილებას ეყრდნობა, რათა ინფიცირების მეორე ტალღა თავიდან იყოს არიდებული.