ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - მოქალაქეებმა, რომლებმაც „კოვიდ-19“ გადაიტანეს, ვაქცინა უნდა გაიკეთონ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მოქალაქეებმა, რომლებმაც „კოვიდ-19“ გადაიტანეს, ვაქცინა მაინც უნდა გაიკეთონ.
ამის შესახებ „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში, ორგანიზაციის უფროსი მეცნიერ მუშაკი სუმაია სვამინატანი აცხადებს.
„ჩვენ ვიცით, რომ იმ მოქალაქეთა უმეტესობას, რომლებმაც „კოვიდ-19“ გადაიტანეს. იმუნიტეტი უვითარდებათ, თუმცა ზოგიერთ მათგანს ძლიერი იმუნური რეაქცია არ აქვს. საუბარია მათზე, ვინც დაავადება უსიმპტომოდ გადაიტანა. ამიტომ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ ვაქცინა იმ ადამიანებმაც გაიკეთონ, ვინც „კოვიდ-19“ გადაიტანა“, – აცხადებს სვამინატანი.