ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „კოვიდ 19“-ის პანდემიის გამომწვევი ვირუსის წარმოშობაზე გამოძიების განახლებას გეგმავს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „კოვიდ 19“-ის პანდემიის გამომწვევი ვირუსის წარმოშობაზე გამოძიების განახლებას გეგმავს.
ამის შესახებ ინფორმაციას „ვოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაახლოებით 20 მეცნიერისგან შემდგარი ახალი ჯგუფი, მათ შორის ლაბორატორიული უსაფრთხოებისა და ბიოუსაფრთხოების სპეციალისტები, გენეტიკოსები და ცხოველთა დაავადებების ექსპერტები, რომლებსაც აქვთ ცოდნა ვირუსების გავრცელების შესახებ, იკრიბებიან მანდატით, მოძებნონ ახალი მტკიცებულებები ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში. წინა საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფმა ჩინეთში მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში იმუშავა. საბოლოო მოხსენებით, „სარს-კოვ-2“ სავარაუდოდ ადამიანებს ღამურებიდან სხვა ცხოველის მეშვეობით გადაედოთ.