ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ღაზის საავადმყოფოს პაციენტებისთვის ევაკუაცია სამხრეთით გადატვირთულ საავადმყოფოებში შესაძლოა, სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იყოს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ღაზის სექტორში საავადმყოფოს პაციენტების სამხრეთით უკვე გადატვირთულ საავადმყოფოებში ევაკუაციის იძულება შესაძლოა, სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იყოს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ორი ათასზე მეტი პაციენტის სამხრეთ ღაზაში გადაყვანა, სადაც სამედიცინო დაწესებულებები ისედაც მაქსიმალური დატვირთვით მუშაობენ და არ შეუძლიათ გაუმკლავდნენ პაციენტების რაოდენობის მკვეთრს ზრდას, იქნება სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მკაცრად გმობს ისრაელის არაერთ განკარგულებას ჩრდილოეთ ღაზაში 22 საავადმყოფოს ევაკუაციის შესახებ, სადაც ორი ათასზე მეტი პაციენტი მკურნალობს. პაციენტებისა და მედიკოსების იძულებითი ევაკუაცია კიდევ უფრო უარესს გახდის ამჟამინდელ ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კატასტროფას“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.