ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ევროპის რეგიონის 33 ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი ათი პროცენტითაა მომატებული, მოვუწოდებთ მთავრობებს, გააფართოონ მოსახლეობის ვაქცინაცია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, დეკემბრისთვის ევროპაში „კოვიდ-19“-ით შესაძლოა, კიდევ 236 ათასი ადამიანი დაიღუპოს. ამის შესახებ განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის ევროპის ბიუროს დირექტორმა, ჰანს კლუგემ გააკეთა.
მისივე თქმით, ამ დრომდე ევროპისა და ცენტრალური აზიის 53 ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს 1,3 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა. რეგიონში აღრიცხულია ვირუსის 64 მილიონი შემთხვევა.
კლუგეს თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებულია კოვინფიცირებულთა რიცხვის ზრდის გამო. ევროპის რეგიონის 33 ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო პერიოდში 10%-ითაა მომატებული.
კლუგეს თქმით, ახალი ტალღა ვირუსის დელტა ვარიანტმა, კოვიდშეზღუდვების გაუქმებამ და ტურიზმის ზრდამ გამოიწვია.
კლუგემ მოუწოდა მთავრობებს, გააფართოონ მოსახლეობის ვაქცინაცია.