ჯამლეტ ხუხაშვილის საიუბილეო საღამოზე, სხვადასხვა თაობის ფეხბურთელებთან ერთად, „დინამოს“ ჰიმნი შესრულდა [ვიდეო]

გრიბოედოვის თეატრში ჯამლეტ ხუხაშვილის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

ღონისძიების დასასრულს თემურ წიკლაურმა და ნუგზარ კვაშალმა, „დინამოს“ სხვადასხვა თაობის ფეხბურთელებთან ერთად, საფეხბურთო კლუბის ჰიმნი შეასრულეს.

ღონისძიებას დაესწრნენ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პარტიის პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, სპორტსმენები კოტე ჯანაშია და ლაშა ტალახაძე, ოჯახის წევრები და მეგობრები.

საიუბილეო საღამოზე ჯამლეტ ხუხაშვილის განვლილი გზა გაიხსენეს. ასევე გაიმართა დოკუმენტური ფილმის ჩვენება, შესრულდა მუსიკალური ნომრები.