საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა ლეგენდარული სპორტული კომენტატორის, ჯამლეტ ხუხაშვილის სახელობის მედიატურნირი კალათბურთში, რომელშიც მონაწილეობა რვა გუნდმა მიიღო.
ფინალში ფიტნესცენტრ „ოქტოპუსის“ გუნდმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გუნდი 9:3 დაამარცხა და ჯამლეტ ხუხაშვილის თასი მოიგო.
ტურნირის დასრულების შემდეგ ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ მომდევნო სეზონში შეჯიბრება უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს და მასში უცხოური გუნდებიც მიიღებენ მონაწილეობას.
