აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი 9 მაისს ძალიან საინტერესო ქარდით ბრუნდება. აღნიშნულ ღონისძიებაზე ორი სატიტულო ბრძოლის გარდა, არაერთი საინტერესო დაპირისპირება შედგება. ერთ-ერთი ასეთი ბრძოლა მძიმე წონით დივიზიონში შედგება. ფრენსის ნგანუ ჯაირზინიო როზენსტრუიკს შეხვდება.
სურინამელი მებრძოლი შერეულ ორთაბრძოლებში დაუმარაცხებელია და მოგებათა სერიის გაგრძელებას ჯექსონვილის არენაზეც გეგმავს.
„ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო ბრძოლაა, რომელსაც დიდ ხანს ველოდები. ეს უდიდესი გამოწვევაა. ფრენსისი არის მებრძოლი, რომელთანაც ოქტაგონზე გასვლა არავის სურს. მე მინდა დავამტკიცო, რომ ნგანუს დამარცხება და წინ წასვლა შემიძლია. ჩემი მიზანი ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაა და ამის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ. მსურს, რომ ეს ბრძოლა 2020 წელს ჩემს საუკეთესო ბრძოლად ვაქციო“, – განაცხადა ჯაირზინიომ
ბოლო ბრძოლა სურინამელმა მებრძოლმა ალისტერ ოვერიმთან გამართა და ვეტერანი ჰოლანდიელი ნოკაუტით დაამარცხა.