იზმირში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 111-მდე გაიზარდა
იზმირში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 111-მდე გაიზარდა

იზმირში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 111-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ თურქეთის კატასტროფებზე რეაგირების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიწისძვრის შედეგად დაშავებულია 1 000-ზე მეტი ადამიანი. მათგან 137 ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება. სტიქიის ზონაში სამაშველო-სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მაშველებმა ნანგრევებიდან 100-ზე მეტი ადამიანი ამოუყვანეს.

თურქეთის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ იზმირში 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 30 ოქტომბერს მოხდა. მიწისძვრას ასობით განმეორებითი ბიძგი მოჰყვა.