ივნისამდე საფრანგეთი ევროკავშირის მასშტაბური რეფორმის პროექტს წარადგენს
საფრანგეთი ივნისამდე ევროკავშირის მასშტაბური რეფორმის პროექტს წარადგენს. გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ ახლა აუცილებელი მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივებზე მუშაობენ, რაც ევროკავშირს ყველაზე მეტად სჭირდება.
ემანუელ მაკრონის თქმით, რეფორმა შეეხება ეკონომიკურ და სავალუტო კავშირს, მიგრაციულ და თავდაცვის პოლიტიკას და განათლების სფეროს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს დიდი დარტყმა მიაყენა ბრიტანეთის მიერ მიღებულმა, ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილებამ, რამაც ევროპაში ვითარების დისბალანსი გამოიწვია. მაკრონმა ევროპის დესტაბილიზაციის გამომწვევ მიზეზად იტალიის საპარლამენტო არჩევნებიც დაასახელა, რომელშიც გამარჯვება პოპულისტურმა, ევროსკეპტიკურმა პარტიებმა მოიპოვეს.