ივლისში საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 403.7 პროცენტით გაიზარდა
2021 წლის ივლისში საქართველოში 230 902 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 403.7 პროცენტით მეტია, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის მიხედვით, სახმელეთო გზით საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში 90 152 ვიზიტი განხორციელდა, საჰაერო გზით – 138 412, საზღვაო გზით – 567 და სარკინიგზო გზით – 1 771.
რაც შეეხება ტოპ 15 ქვეყანას, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი 2021 წლის ივლისში განხორციელდა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების მიხედვით , ესენია: თურქეთი – 35 045 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 91.3 პროცენტი; რუსეთი – 25 059 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 497.9 პროცენტი; უკრაინა – 24 485 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 1932.0 პროცენტი; სომხეთი – 19 707 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 101.9 პროცენტი; ისრაელი – 17 554 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 70 116.0 პროცენტი; საქართველო (არარეზიდენტი) – 14 962 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 293.3 პროცენტი; საუდის არაბეთი – 12 894 ვიზიტორი; ყაზახეთი – 9 546 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 1 684.3 პროცენტი; ბელარუსი – 9 422 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 993.0 პროცენტი; აზერბაიჯანი – 8 397 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 108.7 პროცენტი; ინდოეთი – 6 897 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 62 600.0 პროცენტი; პოლონეთი – 5 713 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 17 753.1 პროცენტი; უზბეკეთი – 3 430 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 151.3 პროცენტი; გერმანია – 2 960 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 3 600.0 პროცენტი; აშშ – 2 754 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 2 034.9 პროცენტი.