ივლისის თვეში საქართველოში 718,401 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ივლისის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. ადმიისტრაციის ცნობით, მიმდინარე წლის ივლისში საქართველოში 718,401 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც 2021 წლის ივლისის თვესთან შედარებით + 177% -იან ზრდას წარმოადგენს, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი კი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 65,3 პროცენტს შეადგენს.
ივლისში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 459,711 შეადგინა, რაც + +115%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის ივლისის თვის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 80.6% %-ით არის აღდგენილი.
2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში 2,344,329 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2021 წლის 7 თვის მონაცემებთან შედარებით +214% – ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღდგენამ 47.2% შეადგინა.
2022 წლის 7 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,668,983 შეადგინა, რაც +162%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 61.9% -ით არის აღდგენილი.