ივერი მელაშვილის მეუღლე - გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, თითქოს აზერბაიჯანულ კომისიას არ უნდოდა, რომ ჩემი მეუღლე ყოფილიყო კომისიაში, რადგან ის ერთ გოჯ მიწასაც არ უთმობდა
წინასწარი პატიმრობის შეფარდებაზე დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებს.
სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილის მეუღლის, თამარ სულაძის განცხადებით, მისი მეუღლე უდანაშაულოა და წარდგენილი ბრალდება ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნოდ გადადგმული ნაბიჯია.
„ეს არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი. წელიწადნახევარია, ამაზე მიმდინარეობდა მუშაობა. როდესაც ღალატში დაადანაშაულეს, ჩემმა მეუღლემ ვერ მოითმინა, ის პატრიოტი ადამიანია. მან თქვა, რომ ასეთი რამ არ მომხდარა. რატომ დაადანაშაულეს მაინცდამაინც ეს ორი ადამიანი, ვერ გეტყვით. ჩემმა მეუღლემ თავიდანვე თქვა, რომ ეს ასე არ ხდებოდა ალბათ ჩემმა მეუღლემ ხელი შეუშალა იმ სპექტაკლის განხორციელებაში, რაც თავად უნდოდათ. როდესაც ეს ამბავი აგორდა და მე დავსვი კითხვები, მაშინ თქვა, რომ ეს ასე არ არისო. გახსოვთ კირიონის და ჯაღმაიძის განცხადებები ტერიტორიებთან დაკავშირებით, მარტო ის, რომ ჩვენ რაღაც გვინდა, არაფერს მოგვცემს. გრიგოლ ვაშაძემაც განაცხადა, თითქოს აზერბაიჯანულ კომისიას არ უნდოდა, რომ ჩემი მეუღლე ყოფილიყო კომისიაში, რადგან ის ერთ გოჯ მიწასაც არ უთმობდა. აბსურდულია ბრალდება უბრალოდ სჭირდებათ წინასაარჩევნო პიარისთვის. ბერი კირიონი, რომელ რუკაზეც საუბრობს, მე როგორც ვიცი, არ არის სრულყოფილი. არ არის გამორიცხული, კომისიის სხვა წევრებზე მოხდეს ზეწოლა. ამ კომისიაში საკმაოდ კომპეტენტური ხალხია“, – განაცხადა თამარ სულაძემ.