ივენთ ჰოლში 20 გრემის მფლობელი ჯაზგიტარისტი პეტ მეთინი ტრიოსთან ერთად წარდგება
ივენთ ჰოლში 20 გრემის მფლობელი ჯაზგიტარისტი პეტ მეთინი ტრიოსთან ერთად წარდგება

ივენთ ჰოლში 20 გრემის მფლობელი ჯაზგიტარისტი პეტ მეთინი ტრიოსთან ერთად წარდგება.

ტრიოს შემადგენლობაში არიან ასევე მუსიკოსები დერეკ ოლეჟკიევიჩი და ჯონათან ბარბერი.

პეტ მეთინი თბილისის ჯაზფესტივალის მთავრი სტუმარი და ჰედლაინერი 20 გრემის მფლობელი, ლეგენდარული ამერიკელი ჯაზგიტარისტია. თბილისისა და შავი ზღვის ჯაზფესტივალების ორგანიზატორები მუსიკოსის ჩამოსვლას 15 წელზე მეტია, ელოდებიან. პეტ მეთინი ფესტივალზე ორ კონცერტს გამართავს. ის ერთადერთი არტისტია მუსიკის ისტორიაში, რომელიც გრემის 10 სხვადასხვა ნომინაციაშია გამარჯვებული.

ფესტივალი 2 მარტს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, პეტ მეთინისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტით დაიხურება. უნიკალური პროექტის ფარგლებში, ლეგენდარული ჯაზგიტარისტი მსმენელის წინაშე პროექტით Missouri Skies and More წარდგება.

თბილისის რიგით 22-ე ჯაზფესტივალი 28 თებერვალს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში ახალი პროექტით – Tbilisi Big-Band & New Jazz Generation გაიხსნა.