ივანე მაჭავარიანი - მთავრობის უახლოეს სხდომაზე განსახილველად გამოვიტანთ დადგენილების პროექტს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭოს შექმნის შესახებ
ივანე მაჭავარიანი - მთავრობის უახლოეს სხდომაზე განსახილველად გამოვიტანთ დადგენილების პროექტს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭოს შექმნის შესახებ

მთავრობის უახლოეს სხდომაზე განსახილველად გამოვიტანთ მთავრობის დადგენილების პროექტს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭოს შექმნის შესახებ, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, საბჭოს მუშაობაში აქტიურად ჩაერთვებიან სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, მათ შორის, პარლამენტის წევრები.

„რამდენიმე დღის წინ საკომიტეტო მოსმენაზე გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა ამ თემაზე. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული აქტუალიზაცია მოხდა ამ თემის, რაშიც, ასევე, დიდია პარლამენტის დამსახურება. მთავრობის უახლოეს სხდომაზე ჩვენ განსახილველად გამოვიტანთ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭოს შექმნის შესახებ. აღნიშნული სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩაერთვება სხვადასხვა უწყება. ასევე, მოვიწვევთ პარლამენტის წევრებს. ჩვენ თხოვნით მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს, შეარჩიოს კანდიდატები. სამუშაო ჯგუფმა ერთი თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს მთავარი პრინციპები, რომლის საფუძველზეც ჩვენ მოვახდენთ სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებას“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.