ივანე მაჭავარიანი - მჯერა, სალომე ზურაბიშვილი იქნება ჭეშმარიტად ყველას პრეზიდენტი
მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება ჭეშმარიტად ყველას პრეზიდენტი და არა რომელიმე პარტიის წარმომადგენელი,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, ზურაბიშვილს აქვს სერიოზული გამოცდილება როგორც პოლიტიკური, ისე დიპლომატიური.
ივანე მაჭავარიანი ზურაბიშვილს წარმატებებს უსურვებს.
„სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია. ძალიან საინტერესო კანდიდატია, რადგან ქალია. არის მიუკერძოებელი. მჯერა, რომ ის იქნება ჭეშმარიტად ყველას პრეზიდენტი და არა რომელიმე პარტიის წარმომადგენელი.
ამავდროულად, მას აქვს სერიოზული გამოცდილება, როგორც პოლიტიკური, ისე დიპლომატიური. მას წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს და მხარდაჭერას დამოუკიდებელ კანდიდატ, სალომე ზურაბიშვილს უცხადებს. ამის შესახებ პოლიტსაბჭოს გუშინდელი სხდომის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მმართველი პარტიის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.