სალომე ზურაბიშვილი – ძალიან გახარებული ვარ ამ საღამოს, მოლოდინი გამართლდა
მოლოდინი გამართლდა, ძალიან გახარებული ვარ ამ საღამოს, – ასე შეაფასა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბაშვილმა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მმართველი პარტიის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
„გამართლდა მოლოდინი. ძალიან გახარებული ვარ ამ საღამოს. ასევე მადლიერი ვარ ამ მხარდაჭერისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ცხადია, ჩემთვის ძალიან დადებითი გადაწყვეტილებაა. ვფიქრობ, მმართველი პარტიისთვისაც სწორი და დემოკრატიულია. ეს არის ქვეყნისთვის ძალიან სწორი გადაწყვეტილება. უკვე დღეიდან, ამ საღამოს მსგავსად ველოდები გამარჯვებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.