ივანე მაჭავარიანი - ფინანსთა სამინისტრო წამყვან როლს შეასრულებს სამთავრობო რეფორმების განხორციელებაში
ფინანსთა სამინისტრო წამყვან როლს შეასრულებს სამთავრობო რეფორმების განხორციელებაში, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრად წარდგენილმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, სამინისტრო წამყვან როლს შეასრულებს ციფრულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში.
„ეს, დიდ პატივთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაა. ფინანსთა სამინისტრო წამყვან როლს შეასრულებს იმ რეფორმების განხორციელებაში, რაც მოისმინეთ. ეს, პირველ რიგში, არის მცირე მთავრობის კონცეფციის დანერგვა და ეკონომიკის ინკლუზიურობა. პირველი, ხარჯების შემცირებასთან ერთად, რასაკვირველია, პროცესებისა და ბიუროკრატიის შემცირებას ნიშნავს და ეს დღეს პრაქტიკულად შეუძლებელია გაციფრულების გარეშე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს სამინისტრო ერთ-ერთი წამყვან როლს შეასრულებს ამ პროცესებში“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ივანე მაჭავარიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.