ივანე მაჭავარიანი - 400-ლარიანი პენსია ბუნებაში შეუძლებელია იმ მოცემულობაში, სადაც ვართ
ივანე მაჭავარიანი - 400-ლარიანი პენსია ბუნებაში შეუძლებელია იმ მოცემულობაში, სადაც ვართ

400-ლარიანი პენსია ბუნებაში შეუძლებელია იმ მოცემულობაში, სადაც ვართ, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, ოპოზიციის მხრიდან 400-ლარიან პენსიასთან დაკავშირებით უპასუხისმგებლო განცხადებები კეთდება.

„თვითონვე დაიხიეს უკან და თქვეს, რომ არ გვიგულისხმია, ეს ერთ წელიწადში მოხდება ან ორ წელიწადში. მგონი, არც სამ წელიწადში. 400-ლარიანი პენსია ბუნებაში შეუძლებელია იმ მოცემულობაში, სადაც ვართ. უამრავ უწყებას თუ დავხურავთ, 1000 ლარიანიც შეგვიძლია დავნიშნოთ, ოღონდ ეს სამი თვე გაგრძელდება. მთავრობამ რა ვალდებულებაც აიღო პენსიის 20 ლარით გაზრდის, საპენსიო რეფორმა, ამ ეტაპისთვის მაქსიმუმია, რაც შეიძლება გაკეთდეს, რომ ეკონომიკა არ დავაზიანოთ“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

„პენსიის 20 ლარით გაზრდა და საპენსიო რეფორმა ამ ეტაპზე არის ის მაქსიმუმი, რაც შეიძლება გაკეთდეს და არ დაზიანდეს ეკონომიკა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.