„იუტა ჯაზმა“ ზედიზედ მერვე გამარჯვება „ფილადელფიასთან“ მოიპოვა - ყველა მატჩის ვიდეომიმოხილვა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონი გრძელდება. შესანიშნავად თამაშს განაგრძობს „იუტა“. „ჯაზს“ ბოლო ჩატარებული 20 მატჩიდან მხოლოდ ერთი მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციას ერთპიროვნულად ლიდერობს.

იუტელებმა ამჯერად საკუთარ არენაზე „ფილადელფია“ დამაჯერებელი ანაგრიშით – 134:123 დაამარცხა. ბრწყინვალე შეხვედრა ჰქონდა ჯორდან კლარკსონს. მის ანგარიშზე 40 ქულაა. დონოვალ მიჩელმა მატჩი 24 ქულით დაასრულა. 20 ქულა მიითვალა ჯო ინგლესმა.

სიქსერსმა“ მატჩი ჯოელ ემბიდის გარეშე ჩაატარა. 40 ქულა და 12 პასი დააგროვა ბენ სიმონსმა. მას სამმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. 36 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი ჰქონდა ტობიას ჰარისს. 14 ქულითა და 12 მოხსნით დაასრულა შეხვედრა დუაიტ ჰოვარდმა.

 

ინდიანა – ჩიკაგო 112:120 (ოვერტაიმი)

ვაშინგტონი – ჰიუსტონი 131:119

ნიუ იორკი – ატლანტა 123:112

გოლდენ სტეიტი – კლივლენდი 129:98

კლიპერსი – მაიამი 125:118

საკრამენტო – ბრუკლინი 125:136