„ფილადელფია“ სიმონსის გაცვლაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს #1TVSPORT
„ფილადელფია“ სიმონსის გაცვლაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს #1TVSPORT

„ფილადელფია“ მზად არის გაცვალოს ავსტრალიელი გამთამაშებელი ბენ სიმონსი. ამის შესახებ დაწერა გამოცემა The Athletic-მა.

წყაროს ცნობით, „სიქსერზი“ უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა კლუბებთან სიმონსის შესაძლო ტრეიდზე. ავსტრალიელის სანაცვლოდ „ფილადელფიას“ სურს მიიღოს „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ დონის კალათბურთელი.

მომავალ სეზონში სიმონსი 33 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. მისი კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

2020-21 წლების სეზონში სიმონსმა 58 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც საშუალოდ 14.3 ქულას, 7.2 მოხსნასა და 6.9 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. პლეი ოფში მის ანგარიშზე იყო 12 მატჩი, 11.9 ქულა, 8.8 პასი და 7.9 მოხსნა.