ბენ სიმონსი „ფილადელფიაში“ აღარ ითამაშებს #1TVSPORT
ბენ სიმონსი „ფილადელფიაში“ აღარ ითამაშებს #1TVSPORT

„ფილადელფიას“ გამთამაშებელმა ბენ სიმონსმა გადაწყვიტა არ შეუერთდეს თავისი გუნდის საწვრთნელ ბანაკს, რომელიც 28 სექტემბერს იხსნება და აღარ ჩაატაროს მის რიგებში არც ერთი მატჩი. ამის შესახებ თავის „ტვიტერში“ დაწერა NBA-ის ცნობილმა ინსაიდერმა ადრიან ვოინაროვსკიმ.

25 წლის ავსტრალიელს, რომელმაც ჩააგდო 2021 წლის პლეი ოფი, აგვისტოს შემდეგ არ ჰქონია კონტაქტი „ფილადელფიას“ ბოსებთან. სწორედ მაშინ თხოვა კალათბურთელმა მათ სხვა გუნდში გაცვლა. სიმონსმა კარგად იცის, რომ საწვრთნელი ბანაკის გამოტოვებისთვის სერიოზული ფინანსური სანქციები ელოდება, მაგრამ მზად არის ამისთვის და შეეცდება სხვა გუნდში გადასვლას.

2020-21 წლების რეგულარულ სეზონში სიმონსი საშუალოდ მატჩში 14.3 ქულას, 7.2 მოხსნასა და 6.9 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. მისი კონტრაქტი „ფილადელფიასთან“ 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში. მომდევნო სეზონში მან 33 მილიონი დოლარი უნდა გამოიმუშაოს.