იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის მსურველ 52 კანდიდატიდან 21-ს კენჭი უყარა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის მსურველ 52 კანდიდატიდან 21-ს კენჭი უყარა. მათ შორის კანდიდატთა უმრავლესობა უვადოდ გამწესდა.
მოსამართლის მანტია უვადოდ მოირგო ლევან თევზაძემ, რომელიც საბჭოს მოქმედი წევრია და აქვს სამ წელზე მეტი სამოსამართლეო გამოცდილება, ასევე საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის ყოფილმა შემსრულებელმა გიორგი ებანოიძემ. ის საქალაქო სასამართლოში გამწესდა.
ასევე უვადოდ გამწესდნენ ის კანდიდატები, რომლებსაც სამ წელზე მეტი გამოცდილება აქვთ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გაერთიანებულ კოლეგიაში 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით მოსამართლედ დაინიშნა მაია კვირიკაშვილი.
უვადოდ გამწესების სურვილი აქვს სანდრო გირგვლიანის საქმის განმხილველ მოსამართლეს, გიორგი ჩემიას, რომელსაც საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რაიონულ სასამართლოში, შვიდ ვაკანსიაზე აქვს განაცხადი შეტანილი. ამ დროის მონაცემებით, 7 ვაკანსია კი ისევ ვაკანტური დარჩა.
ქვეყნის მასშტაბით 32 სასამართლოში 52 ვაკანსიაა გამოცხადებული.
საბჭოს სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული.