იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან თევზაძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ გამწესდა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან თევზაძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ გამწესდა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებს კენჭს უყრიან. ამ დროისთვის ცხრა ვაკანსიიდან, შვიდ პალატაში უკვე გამწესდნენ მოსამართლეები, დანარჩენში კი მოსამართლეთა შერჩევა ვერ მოხერხდა.

უკვე ცნობილია შვიდი მოსამართლე, რომლებიც სააპელაციო სასამართლოში გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამწესდნენ. მათ შორის არის ლევან თევზაძე, საბჭოს მოქმედი წევრი, რომელსაც აქვს სამ წელზე მეტი სამოსამართლეო გამოცდილება. შესაბამისად, ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში უვადოდ გამწესდა.

საბჭოს წევრთა მხარდაჭერა მიიღო საბჭოს ყოფილმა წევრმა შოთა გეწაძემაც და ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში გამწესდა.