იუსტიციის სამინისტრო საქმეზე „რუსთავი 2“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თარგმანს აქვეყნებს 
იუსტიციის სამინისტრო საქმეზე „რუსთავი 2“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თარგმანს აქვეყნებს 

„ევროპული კონვენციისა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოქვეყნებისა და გავრცელების შესახებ“ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 18 დეკემბრის რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქმეზე შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2” და სხვები საქართველოს წინააღმდეგ ევროპული სასამართლოს 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილების ქართულ თარგმანს აქვეყნებს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილების სრული ვერსიის ქართული თარგმანი, დადგენილი წესით, უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე, სადაც ხელმისაწვდომია სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებით გამოტანილი გადაწყვეტილებები.