იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, ტყიბულში განვითარებული სტიქიის შედეგად დაზარალებული პირები საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ

17:01, 17.03.2026

იუსტიციის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, 2026 წლის 12 მარტს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირებს, ტყიბულის მერიის მომართვის საფუძველზე, შეუძლიათ, ერთჯერადად უფასოდ მიიღონ:

– პირადობის ელექტრონული მოწმობა (იმავე დღეს);

– საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი (თუ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაზარალებულ პირს 12 მარტისთვის უფიქსირდებოდა მოქმედი ბიომეტრიული პასპორტის ფლობა);

– სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის, მათ შორის, დაბადებისა და ქორწინების განმეორებითი მოწმობები.

სტიქიით დაზარალებული მოქალაქეები ასევე გათავისუფლდებიან მომსახურების საფასურისგან, თუ დოკუმენტების გაცემისას საჭირო გახდება სამოქალაქო აქტების ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანა.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი