იურისტი ნაირა ოტიაშვილი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
უწყების ცნობით, ნაირა ოტიაშვილი 373-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე დააკავეს, რაც გულისხმობს ცრუ დასმენას, ანგარებით ან პირადი მოტივით.
დაკავებული დიღმის სამმართველოშია გადაყვანილი.
ნაირა ოტიაშვილი თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ინტერესებს იცავდა.