იურისტი ნაირა ოტიაშვილი დააკავეს
იურისტი ნაირა ოტიაშვილი დააკავეს

იურისტი ნაირა ოტიაშვილი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

უწყების ცნობით, ნაირა ოტიაშვილი 373-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე დააკავეს, რაც გულისხმობს ცრუ დასმენას, ანგარებით ან პირადი მოტივით.

დაკავებული დიღმის სამმართველოშია გადაყვანილი.

ნაირა ოტიაშვილი თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ინტერესებს იცავდა.