იურისტები საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილის საქმეზე საერთაშორისო პარტნიორებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ
იურისტები საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილის საქმეზე საერთაშორისო პარტნიორებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ

იურისტები საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილის საქმეზე საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავენ და რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე ადვოკატებმა მიმართვა წაიკითხეს, რომელიც გაუგზავნეს აშშ-ს კონგრესს, სახელმწიფო დეპარტამენტს, ევროკავშირს, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისს, გაერო-სა და დიპლომატიურ კორპუსებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საჭიროა, უზრუნველყოფილი იქნას სამშვიდობო ეფექტური ფორმატი, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებთან სამომავლოდ მსგავს დანაშაულებებს აღკვეთს.

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას, აამოქმედონ ყველა პოლიტიკური მექანიზმი, რათა დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ცხინვალში, უკანონო პატიმრობაში მყოფი მაია ოთინაშვილი.

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები 37 წლის ქალი 29 სექტემბერს დააკავეს.